კაკალი სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობას ზრდის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყოველდღიურად ნიგვზის მოხმარება, ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობას ზრდის - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ სწავლულები, პენსილვანიის უნივერსიტეტიდან. მათ ექსპერიმენტები ჩაატარეს, რომელშიც 30-დან 65 წლამდე ასაკის, ჭარბი წონის მქონე მოხალისეები მონაწილეობდნენ. მათ დიეტაში ნაჯერი ცხიმები, კაკლითა და მცენარეული ცხიმებით შეცვალეს. ექვსკვირიანი ექსპერიმენტის შემდეგ გაირკვა, რომ ნიგვზის ყოველდღიური მოხმარება, ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობას ზრდის. ყოველდღიურად, 50-80 გრამი ნიგოზიც კი დადებით გავლენას ახდენს ნაწლავების მიკროფლორაზე, ამცირებს გულის დაავადებების რისკს და ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო გაჯანსაღებას - დაასკვნეს ექსპერტებმა.