რა გავლენას ახდენს ტანსაცმლის ფერი მადაზე

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ზედმეტი კილოგრამების მოშორება ყველა ადამიანის სურვილია, მაგრამ ამის გაკეთება არც ისე ადვილია, რადგან ხშირად, მადა ნებისყოფაზე იმარჯვებს. ამერიკელმა ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ მადის გაძლიერებაში, ტანსაცმლის ფერი უფრო დიდ როლს თამაშობს, ვიდრე ფიზიოლოგიური მაჩვენებელი. იმ ადამიანებს, რომლებსაც ცივი შეფერილობის - ლურჯი, იისფერი, ჟოლოსფერი, ნაცრისფერი, შავი ან თეთრი ტანსაცმელი აცვიათ, ზომიერი მადა აქვთ და შეუძლიათ, ნებისმიერ დროს უარი თქვან ჭამაზე. ნარინჯისფერი, კრემისფერი და კაკაოსფერი აძლიერებს ლტოლვას ტკბილეულისადმი. მეტიც, ეს ფერები ასტიმულირებენ მადას, ცხიმიანი საკვების მოთხოვნილებას, აუმჯობესებენ განწყობას. ლურჯის, ცისფერის, მწვანესა და ფირუზისფერის მოყვარულები ბევრად ნაკლებს მიირთმევენ.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ფერებთან დაკავშირებული ეს კანონზომიერება ვრცელდება არა მხოლოდ ტანსაცმელზე, არამედ, ჭურჭელზეც. მაგალითად, ნარინჯისფერი არშიით გაწყობილი თეთრი თეფში, ქალბატონების მადის „მთავარი მტერია“. სამაგიეროდ, კარგი „დიეტოლოგია“ იისფერი ან ლურჯი ორნამენტებით გაწყობილი ცისფერი თეფში. ასე რომ, მშვენიერო ქალბატონები, თუკი წონაში დაკლება გსურთ, ექსპერტების რჩევები გაითვალისწინეთ და თქვენი ტანსაცმლის ან ჭურჭლის ფერი შეცვალეთ. თუმცა შეეცადეთ, ექსპერიმენტები გატაცებად არ გექცეთ.