ხელოვნური ნერვი შექმნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მკვლევარებმა შვედეთის ლინჩეპინგის უნივერსიტეტიდან, შექმნეს და მსოფლიოს წარუდგინეს ხელოვნური ნერვი. ამ თემაზე სწავლულები 10 წელიწადს მუშაობდნენ. ასეთი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, გამა-ამინომჟავები და სხვა პრეპარატები, თითქმის, ისეთივე სისწრაფით გადასცეს, როგორც გადასცემს სიგნალებს ნერვული სისტემა. მკვლევარებმა საკუთარ გამოგონებას „იონური სატუმბი“ უწოდეს. ის უპრობლემოდ შეძლებს ურთიერთქმედებას ადამიანის ნერვულ სისტემასთან - აცხადებენ სწავლულები. ისინი მზად არიან, ტექნოლოგიის ტესტირება დაიწყონ ცოცხალ უჯრედებზე. მათი თქმით, „იონური სატუმბი“ შეიძლება გამოიყენონ ქრონიკული ტკივილების მკურნალობისას, ან ეპილეფსიური შეტევების შეჩერების მიზნით.