სმარტფონებს ჰაერით დამუხტავთ!

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სწავლულებმა მოწყობილობა შექმნეს, რომელიც ელექტროენერგიას ატმოსფეროდან აწარმოებს. ეს მოწყობილობა გარემოს ტემპერატურის ყოველდღიურ რყვებზე რეაგირებს. დღესა და ღამეს შორის 10 გრადუსი ცელსიუსის განსხვავებისას, აპარატი 1.3 მილივოლტ ენერგიასა და 350 მილივოლტ პოტენციურ ენერგიას გამოიმუშავებს. ეს მარტივი სენსორებისა და საკომუნიკაციო აღჭურვილობის დასამუხტად სავსებით საკმარისია. მოწყობილობის შიგნით, სპილენძისა და ნიკელისგან დაფარული ლითონის ქაფია, რომელსაც სპეციალური ცვილი ემატება. შედეგად, აპარატის ერთი მხარე წარმოქნის სითბოს მაშინ, როდესაც მეორე მხარე აგროვებს მას. სპეციალისტები მოწყობილობის ძალის განვითარებას გეგმავენ, რათა მან სმარტფონების დამუხტვა შეძლოს.