ბრაზილიის პრეზიდენტი პიცერიაში არ შეუშვეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ, აუცრელობის გამო, ნიუ-იორკში, პიცერიაში არ შეუშვეს. ამის გამო, ქვეყნის მეთაურს ჭამა ქუჩაში მოუწია. აღსანიშნავია, რომ ბოლსონარუ საჯაროდ უარყოფდა კორონავირუსის საფრთხეს, მიუხედევად იმისა, რომ გასული წლის ზაფხულში, თავადაც დაინფიცირდა და გადაიტანა კოვიდი. ყველაფერ ამის მიუხედავად, ის მაინც უარს აცხადებს ვაქცინაციაზე. ბრაზილიის პრეზიდენტი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. მეგაპოლისის მერმა ბოლსონარუს პირადად სთხოვა ვაქცინაცია, თუმცა მან ამჯერადაც უარი განაცხადა.