აუცრელ მოხელეებს უხელფასობით ემუქრებიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიელ სახელმწიფო მოხელეებსა და მეწარმებს ხელფასის გაუცემლობით ემუქრებიან, თუკი ისინი ვაქცინას არ გაიკეთებენ. ასეთი სადამსჯელო ღონისძიება, დაახლოებით, 23 მილიონი ადამიანისთვის გაუშვეს, რომლებიც სახელმწიფო თუ კერძო სისტემებში მუშაობენ. კუთვნილ ანაზრაურებას ისინი მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, როდესაც ვაქცინაციის დამადასტურებელ სერთიფიკატს წარადგენენ.

ამ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა ქვეყნის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ. თავდაპირველად, პროექტი აუცრელების სამსახურიდან გათავისუფლებას ითვალისწინებდა, თუ ისინი არ შესაბამის დოკუმენტს, ავადმყოფობის ცნობას, ან ტესტის უარყოფით პასუხს არ წარადგენდნენ. იმუნიზაციიდან გათავისუფლებულებს შეუძლიათ უფასოდ ჩააბარონ ანალიზები, საამისოდ, სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 105 მილიონი ევრო გამოყო.