მერკელის პორტრეტით მონეტა მოჭრეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გერმანიაში ოქროს მონეტების გაყიდვა დაიწყო, რომელზეც ქვეყნის კანცლერი, ანგელა მერკელია გამოსახული. ასეთი სუვენირის შეკვეთა მსურველს ონლაინ-მაღაზიაში, 49 ევროდ შეუძლია. მონეტაზე მითითებულია კანცლერის მმართველობის წლებიც - 2005-2021. უფრო ადრე კი, ქალაქ კობურგში მდებარე რბილი სათამაშოების ფაბრიკამ, ანგელა მერკელის კანცლერის პოსტიდან წასვლის აღსანიშნავად, ფუმფულა დათუნია გამოუშვა. ეს საკოლექციო დათვი საკმაოდ ძვირადღირებულია, მისი ფასი 189 ევროა.