„ჩვენი ქვეყნის მმართველობის სისტემა უნდა იყოს კოალიციური, უნდა მივეჩვიოთ მრავალპარტიულ ცხოვრებას, ეს არის ამის წამალი!“ - მამუკა ხაზარაძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ერთადერთი მიზანი ამაც პოლიტიკაში მოიყვანა, ეს ქვეყნის გაერთიანება და მას აქვს გეგმა, რომლითაც ამ მისიას შეასრულებს. ხაზარაძის თქმით, თუ ხელისუფლებაში მისი გუნდი მოვა, დაახლოებით 5 წელიწადში, საქართველო გახდება არა მხოლოდ რეგიონის, „ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავი“. ხაზარაძე აცხადებს, რომ გამოსავალი არსებობს და არსებული ვიტარების შეცვლა ამსოლუტურად რეალურია.
 
„მივმართავ ყველას - გამოსავალი არსებობს. ამის შეცვლა არის აბსოლუტურად რეალური, სხვა შანსიც არ გაგვაჩნია, სხვა გამოსავალი არ გაგვაჩნია გარდა იმისა, რომ არსებული ვითარება შევცვალოთ. შეცვლა შესაძლებელია სულ პროგრესში, სულ მოძრაობაში.
 
მოქალაქე უნდა იყოს აქტიური და მან ხმა უნდა მისცეს ცვლილებას.
აუცილებლად უნდა იყოს ელექტრონული ხმის მიცემის მექანიზმი შემოტანილი, რომ არცერთი ხმა არ დავკარგოთ.
 
თქვენ იცით, რომ ძალიან დიდი რაოდენობა არის გასული ჩვენი ქვეყნიდან. ის ხალხია გასული ქვეყნიდან, ვინც საქართველოს ეკონომიკას ასულდგმულებს. ჩვენი ემიგრაცია დღეს ასულდგმულებს საქართველოს ეკონომიკას და ამ ადამიანებს არა აქვთ საშუალება, არჩევანი გააკეთონ და ეს, რა თქმა უნდა, არ აინტერესებს არსებულ ხელისუფლებას.
 
იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც ევროპაში არიან და გასულია არიან ქვეყნიდან, არიან პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები. მათ ახალი ცხოვრება ნახეს, გაჭირვება გაიარეს, ენები ისწავლეს, პროფესიას დაეუფლნენ, ქვეყანაში ფულს რიცხავენ და ამ დროს ვერ იღებენ მონაწილეობას ქვეყნის, თავიანთი სამშობლოს ხვალინდელ დღეში.
 
მე დარწმუნებული ვარ ამაში ღრმად, რომ ჩვენი ქვეყნის მმართველობის სისტემა უნდა იყოს კოალიციური. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, ალტერნატიული აზრის მოსმენა, კამათი, არ ვიცით ამ კამათიდან იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც ქვეყანას სჭრიდება.
ჩვენ მიჩვეული ვართ მესიებს. სულ ელოდება ეს ქვეყანა მესიას და მერე ვბარდებით, მთავარია ვიღაცა მოვიყვანოთ, გმირად გავხადოთ და მერე უბრალოდ გვავიწყდება, რომ ეს ადამიანები ძალაუფლების ტყვეობაში ვარდებიან და გვახვევენ თავზე წესებს, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ.
ჩვენ უნდა მივეჩვიოთ მრავალპარტიულ ცხოვრებას, ეს არის ამის წამალი. დემოკრატიულ სისტემას უკეთესი არ მოუგონია - ეს არის კოალიციური მართველობა,“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.