მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ერთადერთი მიზანი რამაც პოლიტიკაში მოიყვანა, ეს ქვეყნის გაერთიანებაა და მას აქვს გეგმა, რომლითაც ამ მისიას შეასრულებს. ხაზარაძის თქმით, თუ ხელისუფლებაში მისი გუნდი მოვა, დაახლოებით 5 წელიწადში, საქართველო გახდება არა მხოლოდ რეგიონის, „ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავი“. ხაზარაძე აცხადებს, რომ გამოსავალი არსებობს და არსებული ვითარების შეცვლა აბსოლუტურად რეალურია.
მამუკა ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ არსებული ვითარების შესაცვლელად ყველა მოქალაქე უნდა იყოს აქტიური და ხმა უნდა მისცეს ცვლილებას. აუცილებლად უნდა იქნას შემოტანილი ელექტრონული ხმის მიცემის მექანიზმი, რათა არცერთი ხმა არ დაიკარგოს. ქვეყნის მართველობის სისტემა უნდა იყოს კოალიციური.
„ჩვენ მიჩვეული ვართ მესიებს. სულ ელოდება ეს ქვეყანა მესიას და მერე ვბარდებით, მთავარია ვიღაცა მოვიყვანოთ, გმირად გავხადოთ და მერე უბრალოდ გვავიწყდება, რომ ეს ადამიანები ძალაუფლების ტყვეობაში ვარდებიან და გვახვევენ თავზე წესებს, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ.
ჩვენ უნდა მივეჩვიოთ მრავალპარტიულ ცხოვრებას, ეს არის ამის წამალი. დემოკრატიულ სისტემას უკეთესი არ მოუგონია - ეს არის კოალიციური მართველობა.
ადამიანები ჩემგან ელოდებიან ბრძანებას, რომ თავმჯდომარე ხარ პარტიის და შენ ესე უნდა გააკეთო და ან ჩემზე ილაპარაკო... მსგავს რაღაცას არ ვაკეთებ.
არასდროს არ წავალ ემიგრაციაში, მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში ცხოვრების და იქ ბიზნესის კეთების საშუალება ბოლო 20 წელია მქონდა და მაქვს თავისუფლად.
ამას არ გავაკეთებ, ეს არის ჩემი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო.
მინდა, რომ თქვენი შვილები და ჩვენი შვილები აქ ცხოვრობდნენ და მეც,“- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.