ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ემირთან, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ემირთან, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

„მერგო პატივი, შევხვედროდი ყატარის სახელმწიფოს ემირს, მის უდიდებულესობა შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის. გამოვთქვი მზაობა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებაზე ყველა მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სრული პოტენციალის ათვისებას,“- განაცხადა პრემიერმა.