„აფხაზურ ოპოზიციას პროქართული განწყობა არ აქვს და საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება არ სურს, ესაა კლანი!“- მამუკა არეშიძე ოკუპირებულ სოხუმში გამწვავებულ პოლიტიკურ ვითარებაზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 21 დეკემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური ვითარება მკვეთრად გამწვავდა.  სოხუმის ენტრში ადგილობრივმა .. უსაფრთხოების ძალებმა, „პარლამენტისწინ შეკრებილი მომიტინგე ადგილობრივები კვამლის გამშვები სპეციალური საშუალებებით დაშალეს - ამის შესახებბიბისისრუსული სამსახურიინტერფაქსზედაყრდნობით იუწყება.

ოკუპირებულ რეგიონში აქციააფხაზეთის სახალხო-პატრიოტული კავშირისორგანიზებით გაიმართა და მომიტინგეები .. სამთავრობო შენობების წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებიუსაფრთხოების ძალებისკორდონის გარღვევას და .. პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ მოედანზე შეღწევას ცდილობდნენ. არსებული ცნობებით, პერიოდულად სროლის ხმაც ისმოდა.

აქციის მონაწილეები ე.წ. ხელისუფლებასა და დეფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისში, რეფორმების თაობაზე საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში და ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების პროგრამის არარსებობაში ადანაშაულებდნენდემონსტრანტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ასლან ბჟანიას ქმედების გამო, რომელმაც მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

მანამდე, .. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვალტერ ბუთბამ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ მათ მონაწილეობა არ მიიღონოპოზიციისმიერ ორგანიზებულ აქციებში.

რა მდგომარეობაა ოკუპირებულ აფხაზეთში და როგორ შეიძლება, განვითარდეს პოლიტიკური პროცესები - აღნიშნულ საკითხზე „ვერსია“კონფლიქტოლოგსა და ექსპერტ კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძეს ესაუბრა:

 _ შეიძლება ითქვას, რომ აფხაზებმა მიგვაჩვიეს ასეთი ტიპის არეულობას. იქ არაა ისეთი ვითარება, რომ საზოგადოებაში გამოჩნდა ახალი ძალა, რომელსაც ცვლილებები სურს. ეს არის კლანური დაპირისპირება, როცა ერთი კლანი ებრძვის მეორეს. მუდმივად ასეა ბოლო წლების განმავლობაში.

_ გუშინ კადრებში ვხედავდით, რომ იყო საშიშროება, მოვლენები დამძიმებულიყო, რამდენად რთულადაა ახლა ვითარება?

_ ვერ გეტყვით, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება. კვარჩიას 500 კაცზე მეტი არ ჰყოლია და ვერც ეყოლებოდა მიტინგზე. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ კვარჩიასნაირ ადამიანებს, რომლებიც თავად არიან კორუფციის სისტემაში ჩართული, მთელი აფხაზეთი მხარს არ დაუჭერს. აქ ხომ იმაზეა ყოველთვის ლაპარაკი, რომ კონკრეტულ ძალას რომელიც უტევს ე.წ. პარლამენტის ან მთავრობის შენობას, რამდენი ხალხის მოგროვება შეუძლია... როდესაც ამას ხაჯიმბა აკეთებდა, შეძლო და შეაგროვა იმდენი ხალხი, რომ შეცვალა ხელისუფლება. შემდეგ ხაჯიმბას წინააღმდეგ შეაგროვეს იმდენივე ადამიანი... ახლა კვარჩიას ჰყავს 500-დან 1000-მდე ადამიანი, ამ მხარდამჭერებიდან რაღაც ნაწილი გამწარებული ხალხია, ნაწილი კი - კლანის წარმომადგენელი. აფხაზეთი ხომ კლანურ მმართველობაზეა დაფუძნებული.

_ თუმცა, საპროტესტო გამოსვლების მიზეზი სიღატაკე, სოციალური სიდუხჭირეა და გარედანაც კარგად ჩანს, რომ აფხაზეთში უამრავი პრობლემაა... შესაძლებელია, რომ სოციალურმა სიდუხჭირემ გაამძაფროს საპროტესტო მუხტი მოსახლეობაში?

_ ასეთი მდგომარეობაა სულ აფხაზეთში იმიტომ, რომ ელექტროენერგიის საკითხი ისევ არ მოგვარებულა და ვერც მოგვარდება. ბოლო დღეებია, დაიწყო აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ რუსეთიდან დენის შეტანა, თორემ მთელი ამ დროის განმავლობაში ძალიან რთულ კლიმატურ პირობებში იყვნენ ენგურზე დამოკიდებული და საშინელი მდგომარეობა იყო. ჩართული ვიყავით ამ საქმეში, 3-წლიანი მოლაპარაკების ფორმატი გვქონდა აფხაზ კოლეგებთან აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების საკითხზე. გარკვეული გარღვევა მოხდა საზოგადოების ინფორმირებულობის თვალსზრისით, თუნდაც ის, რომ მიხვდნენ, საქართველოს მხარე ამაში დამნაშავე არაა.

_ ე.ი. გააცნობიერეს, რომ ე.წ. მაინინგია მათთვის ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი, არა?

_ არამარტო „მაინინგი“... მინდა, მკითხველმაც იცოდეს, რომ ე.წ. მაინინგამდეც ასეთი მდგომარეობა იყო იმიტომ, რომ მოძველებულია ელექტროგადამცემი ხაზები და ელექტროენერგიის 30%-მდე ამ ხაზებში იკარგება და გარდა ამისა, გადასახადს არ იხდის არავინ. იქაური ე.წ. კანონის მიხედვით, ომის ვეტერანი განთავისუფლებულია დენის გადასახადისგან და პრაქტიკულად, ტოტალური გადაუხდელობაა. გალის რაიონის ანუ ქართველების გარდა, იქ დენის ფულს დაახლოებით 62% არ იხდის და აქედან გამომდინარე, რა სისტემამ უნდა იმუშავოს?! ტელეფონის დატენვა რომ გინდოდეს, გალში უნდა ჩახვიდე, რადგან ძაბვა გაგრაში იმდენად დაბალია, რომ ტრანსფორმატორის გარეშე ვერაფერს გააკეთებ.

_ გასაგებია... რაც შეეხება კან კვარჩიას, რომელიც ახლა ოპოზიციური გამოსვლების სათავეშია, რა ინფორმაციას ფლობთ მის შესახებ?

_ კვარჩია იყო ელექტროსადგურ „ბესლეთის“ მფლობელი, ასევე იყო ქალაქის მერი 2019 წელს და თუ რაიმეს გამკეთებელი იყო, მაშინ გაეკეთებინა. ახლა ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება „აიდგილარას“ ხელმძღვანელია და ოპოზიციონერობას თამაშობს, თორემ ეს ერთი დიდი პოლიტიკურ-კრიმინალურ-კლანური სეგმენტია, რომელიც ერთმანეთს ცვლის.

_ და რა გამოდის, აფხაზეთში რუსეთმა "სადავეები მიუშვა"?

_ რასაკვირველია... როგორც საქართველოში აწყობს, რომ იყოს მუდმივი პოლიტიკური პოლარიზაცია, ისე აწყობს აფხაზეთშიც, უფრო მარტივი არაა სამართავად? დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით ეს დაპირისპირებული მხარეები დგანან ცენტრში და გარშემო სულ რუსეთის ჯარებია. ხატოვნად რომ წარმოვიდგინოთ, ისინი გვერდიდან უყურებენ და სიცილით კვდებიან, ეს 500 კაცი როგორ ებრძვის ერთმანეთს და ჩვენ ამ შემთხვევაში ვართ პასიური მაყურებლის როლში. სხვათაშორის, უკვე მაყურებლის როლშიც აღარ ვართ, რის როლში ვართ, ვერ გეტყვით...

 ამ პოლიტიკურ იწილო-ბიწილოში, რაც საქართველოშია გამართული, პრეზიდენტის ბოლო გამოსვლას ვგულისხმობ, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო ის, რაც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს არ აქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკა და ესაა ტრაგედია!

_ რადგან საუბარმა მოიტანა, გკითხავთ - საქართველოში შიდაპოლიტიკური ვითარება გამწვავებულია, მესამე პრეზიდენტის პარტიამ საყოველთაო შიმშილობა გამოაცხადა და სწორედ ამ დროს დაიძაბა ოკუპირებულ სოხუმშიც პოლიტიკური ვითარება. როგორ ფიქრობთ, უბრალოდ, დამთხვევაა, თუ შესაძლოა, ყველაფერი ეს რუსეთის ინტერესებამდე მიდიოდეს?

_  შეთქმულების თეორიიდანაც რომ არ გამოვიდეთ, შეგვიძლია, ეს დავუშვათ იმიტომ, რომ დღეს გეოპოლიტიკური სიტუაციის ცვლილებებთან ერთად რუსეთი უკიდურესად გააქტიურდა. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა რუსეთის ჩართულობა ყაზახეთში, უკრაინაში, ბელორუსში და მათშორის აფხაზეთში და დანარჩენ საქართველოშიც. ეს არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი, ეს არის ე.წ რბილი ძალის მეთოდოლოგია, სხვის ტერიტორიაზე სათავისო სიტუაციის მართვის ტექნოლოგია. ეს უნდა ვიცოდეთ და რა გახდა ასეთი გაუგებარი?! 30 წელია, შეიძლება, ერთსა და იმავე ფიცარს ვაბიჯებდეთ ფეხს?!

_ ბატონო მამუკა, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციური ძალები აქტიურდებიან, საქართველოში ადამიანებს უჩნდებათ იმედი, რომ შესაძლოა, მოსახლეობამ გააცნობიერა იქ არსებული გამოწვევების გამოსავალი და საქართველოსთან ურთიერთობის დალაგების გზას დაადგნენ. რა განწყობა აქვს ამ ხმრივ აფხაზურ ოპოზიციას, თქვენი ინფორმაციით?

_ არავითარი პროქარტული განწყობა და საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება არ სურთ. როგორც ვთქვი, ესაა კლანი. სხვა რამეშია საქმე, ჩამოვთვალი რამდენიმე აქტივობას, რომელიც დეფაქტო ტერიტორიიდან წამოვიდა დანარჩენი საქართველოს მიმართ და ჩვენ ყურადღება არ მივაქციეთ - პირველი ეს იყო შამბას და ბჟანიას განცხადებები პირდაპირ დიალოგთან დაკავშირებით. ამ ბოლო დროს გამოქვეყნდა აფხაზი და ქართველი საზოგადოების ერთობლივი წერილი, რომელიც ასევე ორიენტირებული იყო ვითარების შეცვლაზე. არც ამას მივაქციეთ ყურადრება და საერთოდ, არ ვაქცევთ ყურადღებას, რაც იქიდან მოდის, რადგან ყველაფერი ითვლება რუსეთის „ეშმაკობებად“. კი, ბატონო, ეს, ალბათ, ნაწილობრივ ასეცაა, მაგრამ ჩვენც რაღაც ხომ უნდა გავაკეთოთ? თუ ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ „რბილ ძალას“, ჩვენ რატომ ვერ ვიყენებთ ვერავის წინააღმდეგ ამას?

_ და თქვენ რით ხსნით ყველაფერ ამას ?

_ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების პოლიტიკა რომ არ გვაქვს, ეს ჩანს იმ საკადრო საკითხებიდანაც, როგორიცაა, ვთქვათ, შერიგების სამინისტროში. რა ხელმძღვანელობაცაა, ის პოლიტიკა გვაქვს. ამ შემთხვევაში შეურაცხყოფას კი არავის ვაყენებ, უბრალოდ, ვამბობ, რომ ის ხელმძღვანელი ვერ იქნებოდა იქ, რომ არ იყოს შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული. ამიტომ გარკვეულ სიფრთხილეს ვხედავ საქართველოს ხელისუფლების ქმედებაში, მაგრამ სიფრთხილესაც აქვს თავის საზღვარი.

პრემიერ ღარიბაშვილის მოსვლის შემდეგ გამიჩნდა გარკვეული იმედი, რომ ამ მიმართულებით ცვლილებები მოხდება, რადგან მას პირადად ვიცნობ და ვიცი, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც ჩანს, მინდა, თავი დავიმშვიდო იმით, რომ ეკონომიკური პანდემიური და სხვა პრობლემებიდან გამომდინარე ამ საქმისთვის ჯერ ვერ მოიცალა, მაგრამ თუ დიდხანს გაგრძელდა ასე, შეიძლება ის პატარა ინიციატივაც კი დავკარგოთ, რომელიც დღეს გვაქვს.

_ მოკლედ, სოხუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას მართებს განსაკუთრებული ყურადღება ხომ?

_ დიახ. გარდა ამისა, მთავარის თქმა მინდა - პრესამ, მედიამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს გალის რაიონს, სადაც დექართველიზაციის პროცესი მიმდინარეობს და ეს არის შეგნებული, გააზრებული პოლიტიკა როგორც აფხაზების, ასევე რუსების მხრიდან. ამის დაშვება არ შეიძლება, ამ ხალხს უნდა მივხედოთ!