„შავი ლომი“ პირველ ტიტულს დაეუფლა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

9 თვის წინ დაარსებულმა ქართულმა სარაგბო კლუბმა „შავი ლომი“ პირველი ტიტული მოიგო. თანაც როგორი ტიტული - ჩვენი გუნდი რაგბი ევროპის სუპერთასის გამარჯვებული გახდა. ფინალურ შეხვედრაში ქართველებმა პორტუგალიური „ლუზიტანუში“ დაძაბულ ბრძოლაში, 17:14 დაამარცხეს.

„პირველი ქართული ფრენჩაიზი ძალიან მოკლე ვადებში შეიქმნა და არავის ეგონა, რომ ასეთ მოკლე პერიოდში შედეგი გვექნებოდა, მაგრამ ბიჭებმა თავი გადადეს, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა გამარჯვებამდე მივსულიყავით და მივედით კიდეც. ახლა ცოტას დავისვენებთ და 13 მაისსს სამხრეთ აფრიკაში გავემგზავრებით, სადაც ივნისის ბოლომდე ქარის თასის შეხვედრები გველოდება“,-განაცხადა „შავი ლომის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა.