გვარდიოლა შამანებმა დაწყევლეს?

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

28 მაისს, პარიზში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს „ლივერპული“ და „რეალი“ შეხვდებიან. მააშნ, როცა ყველას ეგონა, რომ ფინალში „მანჩესტერ სიტი“ გავიდოდა, როცა საპასუხო შეხვედრის 90-ე წუთზე ხოსეპ გვარდიოლას გუნდი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 1:0-ს იგებდა და არავის ეგონა, რომ დარჩენილ სამ წუთში „რეალი“ სასწაულს მოახდენდა და ორ გოლს გაიტანდა, სასწაული მოხდა - „სამეფო გუნდმა ჯერ ორი გოლი გაიტანა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, შემდეგ კი მესამე გოლი შეაგდო და ფინალის საგზური მოიპოვა. ნამატჩევს გვარდიოლამ მხრები აიჩეჩა, ალბათ საკმარისად კარგი არ ვარ „სიტისთვის“, ლიგა ვერა და ვერ მოვიგეო, თუმცა ამის მიუხედავად, კლუბის ხელმძღვანელები მის გაშვებას არ აპირებენ, რადგან მანჩესტერული გუნდი მართლაც კარგ ფეხბურთს თამაშობს და ფეხბურთელებს მეტი კონცენტრაცია რომ გამოეჩინათ, ეგებ ფინალის საგზურისთვისაც გამოეკრათ ხელი. ჰოდა, სწორედ მაშინ, როცა საფეხბურთო სამყარო უცნაური მარცხის მიზეზების გაგებას ცდილობდა, ყველაფერ ცნობილი კოტ დივუარელი ფეხბურთელის, იაია ტურეს აგენტმა, დიმიტრი სელუკმა „ახსნა“.

„2018 წელს, გვარდიოლამ ტურე „სიტიდან“ უბრალოდ გააგდო. მაშინ ვუთხარი, უსამართლოდ იქცევი და შესაძლოა, კოტ დივუარელმა შამანებმა დაგწყევლონ მეთქი და ბევრი იცინა. არადა, მერე გავიგე, რომ კოტ დივუარში სპეციალური რიტუალიც ჩაატარეს და გვარდიოლა დაწყევლეს, რომ მან ვეღარასდროს მოიგოს ლიგა. ვინმეს შესაძლოა ეცინება, მაგრამ წყევლა ჯერჯერობით მუშაობს“,-განაცხადა სელუკმა.