სოფია ბაღიშვილი 28 მაისს იჩხუბებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქართველი მებრძოლი სოფია ბაღიშვილი ევროპის საუკეთესო MMA ორგანიზაცია KSW-ში იჩხუბებს. სოფიამ კონტრაქტი უკვე გააფორმა და პირველი ბრძლა 28 მაისს, გამოცდილი პოლონელის, 31 წლის ანიტა ბექუსის წინააღმდეგ ექნება. რაც ყველაზე საინტერესოა, სამი შეხვედრის მოგების შემთხვევაში, ბაღიშვილს შესაძლებლობა ექნება, ამ ორგანიზაციის ეგიდით, საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბოს და მისი მოპოვების შემთხვევაში, UFC-მდე, ანუ ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციამდე, ერთი ნაბიჯი დარჩება.

პროფესიულ რინგზე ბაღიშვილმა ჯერ მხოლოდ 6 ბრძოლა გამართა, საიდანაც 5 მოიგო და მხოლოდ ერთში დამარცხდა.