ბაზაძე ევროპაში პირველია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ესპანეთის დედაქალაქში მოფარიკავეთა შორის მსოფლიო თასის მორიგი ეტაპი დასრულდა. საქართველოს ნაკრების ლიდერი სანდრო ბაზეძე ტურნირზე ერთ-ერთ ფავორიტად იყო ჩასული და საბოლოო ჯამში, მესამე ადგილს დასჯერდა. ბრინჯაოს მედლის მიუხედავად, მსოფლიო თასზე დაგროვილი ქულები ბაზაძეს რეიტინგში დასაწინაურებლად ეყო და ის მსოფლიოში მესამე ნომერია. საინტერესოა, რომ პირველ ორ ადგილს, სამხრეთ კორეელი მოფარიკავეები იკავებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზაძე ევროპის კონტინენტზე საუკეთესო მოფარიკავედ არის აღიარებული.

რაც შეეხება უშუალოდ შეჯიბრს, სანდრომ ჯერ ამერიკელ დერშვიცს მოუგო (15:10), შემდეგ ტუნისელი ფერჯანი დაამარცხა (15:11), ბრიტანელ უილიამ დეარს მარტივად გაუსწორდა (15:6) და გერმანელი კოლინ ჰიჩკოკთან რთული ბრძლის მოგების შემდეგ (15:14) ნახევარფინალშ გავიდა, სადაც იტალიელ ლუკა კურატოლისთან მინიმალური სხვაობით წააგო (14:15) და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ტურნირის გამარჯვებული კი, ზემოთხსენებული სამხრეთ კორეელებიდან ერთ-ერთი, სანგუკ ოჰი გახდა.