ქართველი კრიმინალი, რომელსაც რამდენიმე ევროპული ქვეყანა ეძებდა, უკრაინაში გარდაიცვალა - რატომ გაჭიანურდა საქართველოში ჩამოსვენება

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამწუხაროდ, კორონავირუსითა თუ სხვა მიზეზის გარდაცვლილი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში ყოველდღიურად ჩამოჰყავთ.  უცხო მიწაზე სიკვდილი საშინელებაა, მაგრამ კარგია, როცა ახერხებენ და ქართველებს მშობლიურ მიწას აბარებენ. შემთხვევა, რომელზეც ახლა გიამბობთ, მიმდინარე თვეში მოხდა და გარკვეული მოსაზრების გამო, გარდაცვლილის სახელსა და გვარს არ ვწერთ.

40 წლამდე მამაკაცი დეკემბერში უკრაინიდან ჩამოასვენეს და თბილისში დაკრძალეს. არადა, ის ორი თვის წინ გარდაიცვალა და უკრაინასთან არსებული მეგობრული ურთიერთობის გამო, მისი ჩამოსვენება დროში ასე არ უნდა გაწელილიყო, თუმცა...

როცა გარდაცვლილის იდენტიფიცრება მოხდა, აღმოჩნდა, რომ მას რამდენიმე ევროპული ქვეყანა ეძებდა. უფრო მეტიც, საბერძნეთში, ესპანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში სამუდამო პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი, რუსეთს წითელ ცირკულარში ჰყავდა, გერმანია კი ქურდობის რამდენიმე ეპიზოდს ედავებოდა. შესაბმისად, ყველა ქვეყანამ მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარება, ნამდვილად ის პიროვნება იყო თუ არა გარდაცვლილი, რომელმაც ევროპელ სამართალდამცავებს სისხლი გაუშრო. შესბამისად, იდენტიფიცირებამ დრო წაიღო. როგორც უკრაინელი სამართალდამცავები ამბობენ, გარდაცვლილი უკრაინაში ოკუპირებული აფხაზეთიდან არალეგალურად შევიდა და რომ არა უბედური შემთხვევა, მასზე ინფორმაცია არ ექნებოდათ. მისი იდენტიფიცირება კი მას შემდეგ მოხდა, რაც თითის ანაბეჭდები გადაამოწმეს. გარდაცვლილი საბერძნეთის ციხეში ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა იქიდან გაქცევა მოახერხა და სწორედ ბერძენმა სამართალდამცავებმა გაავრცელეს მისი თითის ანაბეჭდი საერთაშორისო ძებნის პროცესში.

ბათო ჯაფარიძე