იაპონიის პორტში ზღვის პუდინგს ყიდიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თევზის პორტი, ალბათ, ერთ-ერთი უკანასკნელი ადგილია, სადაც ადამიანმა შეიძლება დახვეწილი დესერტი ნახოს. თუმცა იაპონიის პორტი ნუმაძუში, რომელიც პუდინგის სპეციალური მაღაზია Numazu Deep Sea Pudding Factory-ია, შესაძლებელია, უჩვეულო ტკბილეულობა გასინჯოთ. დაწესებულების განსაკუთრებული სიამაყის საგანს წარმოადგენს, ეგრეთ წოდებული, „ღრმაწყლოვანი ზღვის“ პუდინგი. დესერტი, სახელწოდებით - Deep Sea Pudding, შედგება კრემისფერი ნაღების ფენისგან, რომელიც ოკეანის ფსკერს განასახიერებს, ზემოდან დაფარულია ღია ლურჯი ფერის ჟელეთი, რომელსაც იაპონური გაზიანი სასმელის - Ramune გემო აქვს, სწორედ ეს ფენა ღრმა ლურჯ ზღვას განასახიერებს. პუდინგი თავსახურიან შუშის ქილებშია და მისი შთამბეჭდავი გარეგნობის წყალობით, ის დიდი პოპულარობით სარგებლობს მყიდველებში.