მჯდომარე მუშაობის „სასიკვდილო დოზა“

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრაზილიელი მკვლევარების მოსაზრებით, ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომა, კერძოდ, მუშაობის დროს, ასევე, მისგან გამომდინარე ნაკლები მოძრაობა სიცოცხლის „დამოკლების“ სერიოზული ფაქტორია. როგორც სწავლულებმა დაასკვნეს, ზოგჯერ, სწორედ ეს ფაქტი იწვევს ადამიანების სიკვდილს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ლეტალური შედეგების, დაახლოებით, 4% გადაჭარბებული მჯდომარე სამუშაოსა და ასეთი ცხოვრების წესის „დამსახურებაა“. ბრაზილიელებმა სკამზე ჯდომის „სასიკვდილო ლიმიტის“ განსაზღვრაც შეძლეს, რომლის გადაჭარბებაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. პირიქით, დროის შემცირება სიცოცხლის გახანგრძლივებას უწყობს ხელს. ციფრების ენაზე რომ ვთქვათ, ადამიანს შეუძლია, სიცოცხლე 0.2 წლით გაიხანგრძლივოს, თუ ის მჯდომარე პოზაში ყოფნას დღეში სამ საათამდე შეამცირებს. სწავლულები ასეთ დასკვნამდე ბოლო 15 წლის სიკვდილიანობის სტატისტიკის შესწავლით მივიდნენ, რომლის დროსაც, მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები გამოიყენეს.