მოგებული ფულით ბოჩოლები იყიდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ირლანდიელმა მოსწავლემ, 10 წლის უილიამ ვუდსმა, ერთ-ერთ საშობაო გათამაშებაში 1 000 ევრო მოიგო და ამ ფულით ბოჩოლები იყიდა. თავიდან ბიჭს ფულის გადადება სურდა კოლეჯისთვის, მაგრამ მერე გადაწყვიტა, რომ პირუტყვის ყიდვა მის ოჯახს უფრო მეტ სარგებელს მოუტანდა. უილიამი ხბოების გაზრდას და მერე გაყიდვას აპირებს, რათა კიდევ უფრო მეტი ძროხა შეიძინოს. ბავშვი აღიარებს, რომ ცხოველების მოვლა ძნელი ყოფილა, თუმცა ძალიან კმაყოფილია და მუშაობას არ უშინდება. პატარა ბიზნესმენი იმასაც ამბობს, რომ კორონავირუსის პირობებში, მეგობრებთან ურთიერთობა ძალიან აკლდა. ახლა კი, მათ ნაცვლად, მეგობრობას ხბოები გაუწევენ. „მათთან ერთად ვირბენ მინდორში და ვიცინებ“, - ამბობს ბედნიერი უილიამი. ბავშვის გადაწყვეტილებით მშობლებიც კმაყოფილები არიან - მისთვის ეს დროის ჯანსაღად გატარების საშუალებაა, თან ფულის ყადრსაც ისწავლის - ამბობს ბიჭის დედა.