გლობალურ დათბობაზე ფულს „გააკეთებენ“

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩვენს პლანეტაზე არსებულ ყველაზე დიდ კუნძულზე გადაწყვიტეს, რომ გლობალურ დათბობაზე ფული იშოვონ. აქაურები მყინვარის წყლის მასობრივ გაყიდვებს იწყებენ. ადგილობრივი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ კლიმატური ცვლილებები, ერთი მხრივ, მყინვარების დნობას იწვევს, ხოლო მეორე მხრივ - პლანეტის სხვა წერტილებში, ძლიერი გვალვის პროვოცირებას ახდენს. შესაბამისად, ბუნებრივია, გვინდა, წყალი მივაწოდოთ იმ ადგილებში, სადაც მისი ნაკლებობაა. ყინულების წყლის ექსპორტზე ლიცენზია 9 გრენლანდიურმა კომპანიამ მოიპოვა. გასულ წელს, კუნძულზე მყინვარების რეკორდული დნობა აღინიშნა, მხოლოდ ივლისის ბოლოს, ერთ დღეში ამ მაჩვენებელმა 12.5 მილიარდი ტონა შეადგინა.