საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსი სპორტსმენები გააბრაზა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთისა და ბელარუსის ოლიმპიურმა კომიტეტებმა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შეფობას მიმართეს, ეგებ, კიდევ ერთხელ განიხილოთ და ჩვენს სპორტსმენებს საერთაშრისო დონეზე ასპარეზობის უფლება მისცეთო. სოკ-მაც იმსჯელა და დაადგინა, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მარტივად შეძლებენ ნებისმიერ ტურნირზე გამოსვლას (გარდა ოლიმპიადისა, რომელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა), თუმცა გარკვეულ იწესების დაცვა მოუწევთ.

მაშ ასე, რუს და ბელარუს სპორტსმენებს ეკრძალებათ სახელმწიფო დროშის ფერებში გადაწყვეტილი ტანისამოსის ჩაცმა, მათ ერთი ფერის სამოსი უნდა ეცვათ და ის აუცილებლად თეთრი უნდა იყოს, ყოველგვარი წარწერისა და აღნიშვნის გარეშე. მათ ეკრძალებათ ჰიმნის სიმღერა, ეკრძალებათ საკუთარი ქვეყნის რამე ატრიბუტიკის ქონა. ამასთან, იგივე წესები უნდა დაიცვან... ტრიბუნაზე მყოფმა ქომაგებმაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქომაგს ტრიბუნას დაატოვებინებენ, სპორტსმენს - დისკვალიფიკაციას მისცემენ. ეს ყველაფერი მხოლოდ სპორტის ინდივიდუალურ სახეობებზე ვრცელდება, რუსეთსა და ბელარუსს გუნდურ შეჯიბრებში მონაწილეობის მიღება კვლავ აკრძალული აქვთ. ასევე, ყველა სპორტსმენტმა, რომელიც საერთაშორისო ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას, უნდა დაგმოს რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

მას შემდეგ, რაც სოკ-ის გადაწყვეტილება განსაჯაროვდა, როგორც რუსმა, ისე ბელარუსმა სპორტსმენებმა განაცხადეს, რომ ეს მათთვის შეურაცხმყოფელია, არ აპირებენ ამ წესებს დაემორჩლონ და ტურნირებზე არ წავლენ.