ელიტრაუნდისთვის მზადება უარყოფითი ემოციებით

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებს მარტში, თანატოლთა შორის, ევროპის შესარჩევის ელიტრაუნდი ელის და რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა, როცა გიორგი ჩიტაურის გუნდი მინსკის „განვითარების თასზე“ საასპარეზოდ გაემგზავრა. აქ ასაკობრივი ნაკრებები კვალიფიკაციას იმაღლებენ, გამოცდილებას იღებენ და მომავალი ტურნირებისთვის მზადებას გადიან. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ბელორუსული ვოიაჟი კატასტროფული გამოდგა.
ჩვენმა ნაკრებმა, მთლიანობაში, ხუთი მატჩი გამართა. საფეხბურთო კლუბ „მინსკის“ 17-წლამდელ ფეხბურთელებს 1:0 მოვუგეთ, ხოლო უზბეკეთის, ბელორისისა და ისრაელის 17-წლამდელებთან ერთნაირი ანგარიშით - 3:0 დავმარცხდით ანუ სამ შეხვედრაში, 9 უპასუხო გოლი გავუშვით და რაც მთავარია, თამაშის ხარისხი, რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის სურვილს ტოვებდა. მართალია, ბოლო ტურში ჩვენმა გუნდმა მოლდოვას 7:0 მოუგო, მაგრამ არავინ მალავს, რომ მოლდოვა უსუსტესი გუნდია და მათთან გამარჯვება დიდი ვერაფერი ბედენაა. მინსკიდან ჩვენი ნაკრები მონტენეგროში გაფრინდება, სადაც ადგილობრივ თანატოლებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
რატომღაც გვგგონია, რომ ბიჭებს ჯერ ის უნდა გააგებინონ, რას ნიშნავს ნაკრები და მერე ის, რატომ არის დატანილი ქვეყნის ეროვნული დროშა მაისურის მარცხენა მხარეს, გულთან ახლოს, მერე კი მოედანზე შეუშვან. ელიტრაუნდში ასეთი თამაშით არაფრის შანსი არ გვექნება, თუნდაც იმ ბურთაობით, რომელიც მოლდოვასთან ვაჩვენეთ.