„ბარსელონას“ კუმანის გაშვება 12 მილიონი დაუჯდება

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კატალონიურმა „ბარსელონამ“ მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი გაათავისუფლა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჰოლანდიელის ხელმძღვანელობით „ბარსამ“ ჯერ „რეალთან“ წააგო საკუთარ კედლებში, შემდეგ კი „რაიო ვალეკანოსთან“ დამარცხდა. გუნდს ჯერჯერობით სერხი ბარხუანი ავარჯიშებს, მაგრამ უკვე გადაწყვეტილია, რომ უახლოეს დღეებში, „ბარსელონას“ კლუბის ლეგენდა, ხავი ერნანდესი ჩაიბარებს.

რაც შეეხება კუმანს, მან უკვე განაცხადა, რომ ფინანსური კრიზისის მიუხედავად, კლუბთან დათმობაზე არ წავა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 12 მილიონ ევროს მიიღებს.

„ვიცი, რომ „ბარსელონას“ ფინანსური პრობლემები აქვს, ამის გამო, თანახმა ვიყავი, ჩემი ხელფასი 8 მილიონ ევრომდე შემცირებულიყო და კლუბში ეს გაუხარდათ, თუმცა თანამდებობიდან გამიშვეს და ახლა კომპრომისზე წასვლას არ ვაპირებ. მე კონტრაქტით 12 მილიონი ევრო მეკუთვნის და ეს თანხა უნდა მივიღო“, - განაცხადა კუმანმა.