კვარაცხელია ინგლისურ პრემიერლიგაში შესაძლოა რუსებმა წაიყვანონ

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთის პრემიერლიგაში პირველი წრე დასრულდა და მთავარი სასაუბრო თემა კვლავ ხვიჩა კვარაცხელიაა. როგორც ჩვენ, ისე რუსებსაც სურთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა „რუბინი“ დატოვოს და კარიერა ევროპის რომელიმე ძლიერ ლიგაში გააგრძელოს. ჩვენი სურვილი გასაგებია - გვინდა ქართველი ბევრად უკეთეს კლუბში იყოს, აი რუსები კი თვლიაან, რომ მათ პირველობაზე ხვიჩა ვეღარ მოუმატებს და თუ ახლა არ გაყიდეს, მისი ფასი დაეცემა. იმავე რუსული მედიის ცნობით, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ კვარაცხელიამ კარიერა ინგლისურ პრემიერლიგაში, კერძოდ კი „ევერტონში“ გააგრძელოს და მისი ტრანსფერი ალიშერ უსმანოვმა განახორციელოს. ვინ არის უსმანოვი, რომელსაც კვარაცხელიას ბედს ანდობენ და რა შეხება აქვს „ევერტონთან“?

„ევერტონის“ აქციათა ძირითადი ნაწილის მფლობელი ბრიტანული პასპორტის მქონე ირანელი ფარჰად მოშირია, რომელიც ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანის, ალიშერ უსმანოვის პარტნიორია (უსმანოვს ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვს). მათ 1990 წელს ერთად შეიძინეს ლონდონის „არსენალის“ აქციები, თუმცა 2016 წელს უსმანოვმა მოშირისგან ამ აქციების ნაწილი გამოისყიდა, ხოლო ირანელმა „ევერტონი“ იყიდა. 2018 წელს უსმანოვმა „არსენალი“ გაყიდა და მაშინ ითქვა, რომ ამ თანხებით ინვესტიციები სწორედ „ევერტონში“ განახორციელა.

ლივერპულურ კლუბს ფინანსსურად რომ არ უჭირს, იქიდანაც ჩანს, რომ გუნდის სათავეში ცნობილი ესპანელი სპეციალისტი, რაფა ბენიტესი დგას და გუნდს ამბიციებიც აქვს. აი, კვარაცხელიას ტრანსფერი თუ მართლაც განხორციელდება, ეს ხვიჩასთვის კარიერის გაგრძელების იდეალური შანსი იქქნება, რადგან „ევერტონის“ რიგებში ასპარეზობისას მას „ლივერპულთან“, „მანჩესტერ სიტისთან“, „მანჩესტერ იუნაიტედთან“, „არსენალთან“ და ჩელსისთან“ მოუწევს თამაში და არა გროზნოს „ახმატთან“ და „ნეფტეხიმიკთან“.