დროის გარკვეულ მონაკვეთებში შესაძლოა, დედაქალაქში დიდი გაბარიტების ავტომობილების გადაადგილება აიკრძალოს

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დედაქალაქში შესაძლოა, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობა დროის გარკვეულ პერიოდში აიკრძალოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ქალაქის საცობებისგან განსატვირთად შესაძლოა, დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილება კონკრეტული გზის მონაკვეთებში აიკრძალოს.

„თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალოს M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობა 08:00-დან 11:00 საათებში და საღამოს 17:00-დან 20:00 საათამდე შუალედში, რომ შეიზღუდოს ამ დიდი გაბარიტების ავტომობილების გადაადგილება კონკრეტული გზის მონაკვეთებში, კონკრეტული რაიონებში, რაც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, ნაწილობრივ განიტვირთოს საცობი. ხშირია შემთხვევები, როცა ხდება დიდი ავტომობილების დაზიანება, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს დედაქალაქში. ხდება სწორი დამენეჯმენტება და გადანაწილება საათების მიხედვით, რომელმა სექტორმა, რომელ საათში უნდა იმოძრაოს, რომ ყველამ ერთად, ერთდოულად არ მოიყაროს თავი. 09:00 საათზე იწყება სკოლები სამსახურები და გვინდა, დროის ეს მონაკვეთი შეზღუდული იყოს, რათა მეტნაკლებად შესაძლებელი იყოს გადაადგილება. საგულისხმოა, რომ ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათ-კვირას. ასევე არ იმოქმედოს აგვისტოს თვეში, როცა ქალაქი მეტ-ნაკლებად დაცლილია“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, იქნება გარკვეული გამონაკლისები, რაზეც ეს რეგულაცია არ გავრცელდება.

„ეს საგამონაკლისო შემთხვევები იქნება აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებებზე. ეს რეგულაცია არსებით გავლენას მოახდენს სამშენებლო სექტორზე. ჩვენ ვახორციელებთ მათთან კომუნიკაციას, ჯერ შეთანხმებას არ მიგვიღწევია. მათ აქვთ თავიანთი მოსაზრებები, ჩვენ გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება, ყველას ინტერესს ვითვალისწინებთ, თუმცა მთავარი არის ამ ქალაქის ინტერესი, რომ განტვირთული იყოს საცობისგან. ჩვენ გვესმის ბიზნესისაც, არ გვაქვს დამოკიდებულება, რომ ხისტად მივუდგეთ ამ საკითხს. მომდევნო დღეებში ვაპირებთ, სამშენებლო სექტორთან გავაგრძელოთ კომუნიკაცია და ვაჩვენოთ, რას ვაპირებთ, როგორ მიგვაჩნია ამ პროექტის განხორციელება. ყველაფერი კეთდება, რათა ქალაქში გადაადგილება იყოს შესაძლებელი. ვფიქრობ, კერძო ავტომობილების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ნაკლებად დამოკიდებული ვიყოთ კერძო ავტომობილებზე. უფრო მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უფრო კომფორტული უნდა გავხადოთ. აღნიშნულ რეგულაციაზე, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მოგვიანებით მოგაწვდით სწორ ინფორმაციას“, – განაცხადა კალაძემ.