ვარკეთილი 3, მე-4 მ/რ, კორპუსი N 417,418 ის მიმდებარედ ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვარკეთილი 3, მე-4 მ/რ, კორპუსი N 417,418 ის მიმდებარედ ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.
2400 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე, ეწყობა საპარკინგე ზონა, დასასვენებელი კუთხეები, სპორტული მოედანი, საბავშო და სავარჯიშო სივრცეები, სკვერი გაზონით შემოისაზღვრება და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგვება. ასევე, მონტაჟდება სკამები, სეპარირებული ურნები, დაიგება დეკორატიული ფილები. დასასვენებელ სივრცეში ყველა საჭირო თანამედროვე ინვენტარი განთავსდება.
მიმდინარე სამუშაოებს რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანთან ერთად გაეცნო.