142 629 ლარის მითვისებისთვის დაკავებულია სოფელ დერცელის სკოლის ყოფილი ბუღალტერი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გენერალური პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას ადიგენის რაიონში, სოფელ დერცელში მდებარე საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტრის დაკავების შესახებ. უწყების ცნობით, დაკავებულმა 2019-2021 წლებში, 142 629 ლარი სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და აზარტულ თამაშებსა და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა დერცელის სკოლის დირექტორმა, მერაბ ბერიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ქალი, რომელიც პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დააკავა, გასული წლის სექტემბერში საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა სკოლიდან. ის ადიგენში ცხოვრობს და ამ სკოლაში რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა სკოლის დირექტორს არც მისი სკოლაში მუშაობის დროს და არც მისი გათავისუფლების შემდეგ მის მუშაობასთან დაკავშირებით კითხვები და შენიშვნები არ ჰქონდა. დერცელის სკოლის დირექტორი პროკურატურას გამოძიების ფარგლებში მოწმედ ჰყავს დაკითხული და როგორც ამბობს, ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ მას ჩვენება არ მიუცია.

დაკავებული ყოფილი ბუღალტრისთვის პროკურატურა სასამართლოსგან პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სოფელ დერცელის სკოლაში სულ 44 მოსწავლე სწავლობს. მასთან არის შერწყმული სოფელ კიკიბოს დაწყებითი სკოლაც, რომელიც წლების განმავლობაში ვაგონში ფუნქციონირებდა ერთი მოსწავლისთვის.