მარნეულში თვითმკვლელობამდე მიყვანის და სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მარნეულში მოქალაქე რ.ბ.-ის თვითმკვლელობამდე მიყვანის და სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით აქტიურ რეჟიმში აწარმოებს.

საქმეზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ამოღებულ იქნა მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებები, მათ შორის გარდაცვლილის ტანსაცმელი და კვლევისათვის საჭირო ნიმუშები, ასევე გამოიკითხა გარდაცვლილის ძმა. მოქალაქე რ.ბ-ს რაიონულ სასამართლოში ყოფნის ამსახველი ვიდეო-კამერების ჩანაწერების თაობაზე მიემართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, ტრასოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზები.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, საქმის გარემოების დასადგენად საჭირო ყველა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს. ასევე, გამოიკითხებიან საქმესთან შემხებლობაში მყოფი შსს-ს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მიმდინარე გამოძიებაში რ.ბ.-ის ოჯახის წევრების ჩართულობას და მათთვის საქმის მასალების გაცნობას სრულად უზრუნველყოფს.