ბოშებმა აღმაშანებელზე ტურისტს თავში ურტყეს, ფეხზე გახადეს, მიაფურთხეს და ჩანთა წაართვეს - ექსკლუზიური ინტერვიუ მოქალაქესთან, რომელმაც ბოშებს უჩივლა

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ია გრიგალაშვილი

 

თბილისის ქუჩებში - საზოგადოებრივ ტრანსპორტშიტურისტულ ზონებში  თუ მიწისქვეშა გადასასვლელში ხშირად შევხვდებით ბოშებს, რომლებიც თავს მოწყალების თხოვნით ირჩენენ. თითოეულ მათგანს საკუთარი სტრატეგია აქვს, თუ როგორ მოიპოვო ფული. ეს არავისთვის ახალი არ არის, თითქოს ყველა შეეჩვია ქუჩაში მათ ხილვას და აღარავინ ფიქრობს ამ საკითხის მოგვარებაზე. თუმცა, პრობლემა ბევრად უფრო მწვავეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ბოშები  ხშირად აგრესიით გამოირჩევიან ტურისტების მიმართ და ძალადობით ცდილობენ, მათ ფული გამოსძალონგარდა იმისა, რომ მათი საქციელი ძალიან არასასიამოვნოა, ეს ყველაფერი ქვეყნის იმიჯზეც უარყოფითად მოქმედებს.  ძნელი მისახვედრი არაა, რომ ტურისტი, რომელსაც მსგავსი შემთხვევა ექნება, მეორედ საქართველოში ჩამოსვლას აღარ მოინდომებს და ცუდი შთაბეჭდილებით დაბრუნდება საკუთარ ქვეყანაში.

მსგავსი არასასიამოვნო შემთხვევა მოხდა რამდენიმე დღის წინ აღმაშენებლის გამზირზე. როგორცვერსიასმოქალაქე მარიამ შეროზიამ განუცხადა, არასრულწლოვანი ბოშების ჯგუფი თავს დაესხა რამდენიმე ტურისტს და მათზე ფიზიკურადაც იძალადეს...

_აღმაშენებლის გამზირზე ვსეირნობდი მეგობრებთან ერთად, ამ დროს ერთი ქალი მოგვიახლოვდა და გვითხრა, ფრთხილად იყავით გოგოებო, ღამეა და აქ ხალხს ტელეფონებს აცლიანო. ზუსტად რამდენიმე წუთში ბოშებმა ჩვენს თვალწინ ორ ტურისტს თავში ურტყეს ხელები, გახადეს ფეხზე, მიაფურთხეს და ჩანთა წაართვეს. ჩვენ ძალიან გავბრაზდით, მათთან მივედით და ვუთხარით, შეეწყვიტათ თავდასხმა. გარშემო ბევრი ადამიანი იყო,  თუმცა, არავინ შეიმჩნია ეს ყველაფერი. ბოშებმა ჩვენკენაც გამოიწიეს და დაგვემუქრნენ. 10 არასრულწლოვანი იყო, დაახლოებით 14 წლამდე ასაკის, მათი ნაწილი იმ ტურისტს ეჩხუბებოდა, ნაწილმა ჩვენკენ გამოიწია და ჩანთაზე გვექაჩებოდნენ, გვაგინეს კიდეც. ვუთხარი, რომ პოლიციაში დავრეკავდი, მაგრამ მიპასუხეს, არ გვაინტერესებსო.

_მარიამ, მიმართეთ თუ არა პოლიციას და რა რეაგირება მოჰყვა მათი მხრიდან ამ ფაქტს?

_მალევე დავრეკე პოლიციაში, იმ ტურისტს მეგობარმა მოაკითხა და როგორღაც გაქცევა მოახერხეს, ამის შემდეგ კიდევ სხვა ტურისტები გამოჩნდენ და ახლა იმათ მიმართ დაიწყეს ძალადობა. ამ ტურისტებს მობილური დაუმტვრიეს, დასცინოდნენ და მათი ნივთები გაანადგურეს,  ტურისტმა ბიჭმა ვეღარ მოითმინა და ერთ-ერთ ბოშა ბავშვს სახეში გაარტყა.  ბოშები მალევე მიხვდნენ, რომ ამათთან არაფერი გაუვიდოდათ და გაიქცნენ სხვა მიმართულებით.  ამასობაში პოლიცია გამოჩნდა, დაგვკითხეს ადგილზე, მონაცემები ჩაინიშნეს, კიდევ ორი ახალი ეკიპაჟი მოვიდა. პოლიციელებმა თქვეს, რომ როცა ცდილობენ, ბოშები ტერიტორიას განარიდონ ან მათ წინააღმდეგ რაიმე მოიმოქმედონ, არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები ეწინააღმდეგებიან, ხელი არ მოჰკიდოთ ბავშვებს და არ გაარიდოთ ადგილიდან, არასრულწლოვნები არიანო...

შემდეგ გადაგვიყვანეს განყოფილებაში და მე ჩამომართვეს ჩვენება, რადგან ზარის ინიციატორი ვიყავი. დეტალურად გამომკითხეს ყველაფერი.

_ახლა რა ეტაპზეა გამოძიება?

_ ჯერჯერობით სიახლე არაფერია, სამი დღე გავიდა მხოლოდ, განყოფილებიდან  ველოდები ზარს.  ძალიან ვწუხვარ, სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად ასეთი მდგომარეობა რომაა ჩვენს ქვეყანაში. ბოშები არიან არალეგალები, რადგან  არ აქვთ არანაირი მაიდენტიფიცირებელი საბუთი/მონაცემები, მაგალითად, პასპორტი ან პირადობა. ბევრი მათგანი არის არასრულწლოვანი და შესაბამისად, სახელმწიფოს არანაირი ბერკეტი არ აქვს მათ წინააღმდეგ. როგორც ცნობილია, მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება და არ არსებობს ბერკეტი, ისევ ხალხი უნდა  გამოეხმაუროს ამ საკითხს და მოქალაქეებმა დაწერონ საჩივარი, რომ სახელმწიფოს მოვთხოვოთ კანონის ცვლილება მათთან მიმართებით.