ყველაზე „დაჩაგრული“ დიასახლისები

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საყოველთაოდ ცნობილია, რომ როცა საქმე ბავშვის მოვლასა და სახლის დალაგებას ეხება, ძლიერი სქესის წარმომადგენლებს გენდერული ბალანსი ხშირად ავიწყდებათ. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (The Organisation For Economic Co-operation and Development) დაინტერესდა ამ საკითხით და შეეცადა გაერკვია, რომელ ქვეყნებში ირღვევა ყველაზე მეტად გენდერული ბალანსი და კვირაში რამდენ საათს ხარჯავენ სუსტი სქესის წარმომადგენლები საოჯახო საქმეებზე. ორგანიზაციამ კვლევა 28 ქვეყანაში ჩაატარა. შედეგად აღმოჩნდა, რომ ბავშვის მოვლისა და საოჯახო საქმეებში ჩართულობის თვალსაზრისით, მსოფლიოში გენდერული თანასწორობა აპენინებზე ყველაზე მეტად ირღვევა. იტალიელი ქალები საოჯახო საქმეებზე, კვირაში 21 საათით მეტს ხარჯავენ, ვიდრე კაცები. იგივე დონეზეა ეს პრობლემა ამომავალი მზის ქვეყენაშიც. იაპონელი ქალებიც 21 საათით მეტად არიან დაკევბულები სახლის საქმეებით, ვიდრე მათი მეუღლეები. ინდოეთში ეს განსხვავება 18 საათს შეადგენს, ესპანეთში - 15-ს, თურქეთში - 14-ს, მექსიკაში - 13-ს და საფრანგეთში - 12.5-ს. ორგანიზაციის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქმრებთან შედარებით, მათი მეუღლეები თითქმის არ ერთობიან, ან საკუთარ თავზე სათანადო ზრუნვისთვის ვერ იცლიან.