„ძილის ტურიზმი“ პოპულარობას იძენს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა კურორტებსა თუ სასტუმროებში, ძილზე ორიენტირებული სულ უფრო მეტი სერვისი ჩნდება. ბევრ ტურისტს უბრალოდ სურს, რომ კარგად გამოიძინოს და ასე აღიდგინოს ჯანმთელობა. დასვენების ასეთი ფორმა განსაკუთრებით პოპულარული კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ გაჩნდა. შედეგად, სასტუმროების ინდუსტრიის ბევრმა მსხვილმა მოთამაშემ ყურადღება გადაიტანა მათზე, რომლებიც გამოძინებას ვერ ახერხებენ. მაგალითად, ტურისტებს სთავაზობენ ნომრებს, რომლებიც ინოვაციური ხმის იზოლაციით არიან აღჭურვილნი ან გაუმჯობესებული საწოლები აქვთ, ასევე, სპეციალური პირობებია მედიტაციისა და რელაქსისთვის, არის არომათერაპია და ბალახეული სასმელები.