თვითაღმდგენი საღებავი მანქანებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულებმა სამხრეთ კორეადან, პოლიმერული საფარი შექმნეს, რომელიც სწრაფად და მრავალჯერადად აღდგება ინფრაწითელი გამოსხივების შედეგად. ის გამოსადეგია მანქანების შესაღებად - ამ საღებავით ნაკაწრები ნახევარ საათში გაქრება მზეზე. ახალი საღებავის საფუძველი აკრილის მრავალატომური სპირტია, რომლის მოლეკულებსაც შეუძლია, არაერთხელ გაიხლიჩოს და მაღალი ტემპერატურის ქვეშ კვლავ შეერთდეს. ამაზე პასუხისმგებელი ორგანული ფოტოთერმული საღებავია - ის იჭერს ინფრაწითელ გამოსხივებას და სითბოს გამოჰყოფს. აღსანიშნავია, რომ თვითაღდგენის პროცესის დაჩქარებაც შეიძლება. მაგალითად, გამადიდებელი შუშით გამოსხივების თავმოყრა. ამ შემთხვევაში, ნაკაწრები სულ რაღაც 30 წამში გაქრება. ეს ახალი საფარი ანალოგებთან შედარებით, გაცილებით პრაქტიკული და ხარისხიანია. მისი დატანა ჩვეულებრივი საღებავის ზემოდან შეიძლება. მისი გამოყენება შესაძლებელია სმარტფონებისა და სხვა მოწყობილობებისთვის, რომლებიც ხშირად ზიანდებიან.