წიწაკიანი ნაყინი - უფასოდ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატარა იაპონურ დასახლება ხირატაში, რომელიც ფუკუსიმას პრეფექტურაშია, ტურისტებს ნაღების ნაყინს მწარე წიწაკა „ჰაბანეროს“ დამატებით სთავაზობენ. საქმე ისაა, რომ მწარე წიწაკის მომყვანებმა გასაღების ბაზარი ვერ იპოვეს, ამიტომ ფერმერებმა გადაწყვიტეს, ტურისტებისთვის რეალითი-შოუ მოაწყონ და ბოსტნეული ნაყინის ინგრედიენტად შესთავაზონ. ამ ცივი დესერტის გამყიდველები, რომლებიც დამცავი სათვალითა და ხელთათმანებით არიან აღჭურვილები, კლიენტებს ნაყინზე დაფქვილ „ჰაბანეროს“ უყრიან, იმის გათვალისწინებით, ვის როგორი ხარისხის სიმწარე სურს გასინჯოს. ნაყინი 500 იენი ღირს, ყველაზე გაბედული მყიდველი კი, რომელიც ნაყინს წიწაკის ჯოჯოხეთური (ძალიან მწარე) პორციით მიირთმევს, ცივ დესერტს უფასოდ მიიღებს.