ვენა - საუკეთესო ქალაქი საცხოვრებლად

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიოს მასშტაბით, საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქად, ავსტრიის დედაქალაქი ვენა უკვე მესამედ (2018 და 2019 წლების შემდეგ) დაასახელეს. ასეთი მომხიბვლელი ვენა სტაბილური პირობების, კარგი ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის, ასევე, კულტურისა და დასვენების სფეროში უამრავი შესაძლებლობის გამო ხდება. ბრიტანული ჟურნალის - The Economist-ის შედგენილი რეიტინგის მეორე ადგილზეა დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენი, მესამეზე - შვეიცარიული ციურიხი. ერთ დროს მოწინავე პოზიციებზე მყოფი რუსეთის დედაქალაქი 15 ადგილით ჩამოქვეითდა, მიზეზი ის მრავალრიცხოვანი საერთაშორისო სანქციებია, რომელიც ამ ქვეყანას უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესეს. ჩამონათვალის ბოლო ადგილებზეა ლიბიის დედაქალაქი ტრიპოლი, ნიგერიის - ლაგოსი და სირიის - დამასკო. სულ, რეიტინგში, მსოფლიოს 173 ქვეყანა მოხვდა.