საპატარძლო კაბა ღვინით

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

38 წლის პატარძალმა დიდი ბრიტანეთიდან, კელი მაკმილანმა ქორწილში მეტად ექსტრავაგანტური კაბა ჩაიცვა, რომელზეც ღვინის 50 ბოკალი იყო განთავსებული - შუშხუნა „პროსეკოთი“. სასმელიანი ჭიქები სპეციალურ კარკასზე იყო დამაგრებული, რომელიც ედინბურგელმა მჭედელმა ხელით გამოჭედა. იმის გამო, რომ ეს დასამაგრებელი საკმაოდ მძიმე, 30-კილოგრამიანი იყო, პატარძალი ცეკვას კი არა, სიარულსაც ვერ ახერხებდა, ამიტომ უკანა ნაწილში, კარკასს სპეციალური „გამოსაძრომი“ ჰქონდა. მაკმილანის თქმით, ასეთი მიდგომით, სტუმრებისთვის შუშხუნა ღვინოს მირთმევა გაცილებით საინტერესო იყო, ვიდრე უბრალოდ, მაგიდაზე სასმელით სავსე ბოკალების დალაგება.