ქლიავი - უნიკალური სუპერპროდუქტი

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ექსპერტები აშშ-დან გვირჩევენ, აუცილებლად ჩავრთოთ ჩვენს რაციონში შავი ქლიავი, რომელიც ანტიოქსიდანტების მაღალი კონცენტრაციით გამორჩევა. მთლიანობაში, ეს ხილი ხელს უწყობს საკვების მონელების ჯანსაღ პროცესს, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან და სიმსივნესთან ბრძოლაში. გარდა ამისა, ქლიავი აწესრიგებს სისხლის შედედების პროცესსაც და სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვისაც, რადგან სისხლში შაქრის სტაბილური დონის შენარჩუნებას უწყობს ხელს. სპეციალისტები გვირჩევენ, ყოველდღიურად, 2-3 ცალი შავი ქლიავი მაინც მივირთვათ. ერთ-ერთი გამოკვლევის თანახმად, ამ ხილის ჩირი, რომელიც დიდი რაოდენობით პოლიფენოლებს შეიცავს, ორგანიზმს ნაწლავების კიბოსთან ბრძოლაში ეხმარება - ხელს უშლის საშიში წარმონაქმნების განვითარებას.