ჟურნალისტმა წაგებულ სანაძლეოზე ფეხსაცმელი შეჭამა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჟურნალისტმა მეტ პატჩესმა, 12 წლის წინ, თწიტტერ-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ფეხსაცმელს შეჭამდა, თუკი გამოვიდოდა ფილმი „ტოპ განი: მავერიკი“. მეტი დარწმუნებული იყო, რომ სიკველი არ გამოვიდოდა, რადგან ტომ კრუზი არ თამაშობს სიკველებში, ფილმის პირველი ნაწილი კი შორეულ 1986 წელს გადაიღეს. გარკვეული დროის შემდეგ, ჟურნალისტმა ეს პოსტი წაშალა, მაგრამ ინტერნეტს ყველაფერი „ახსოვს“. ორიოდე კვირის წინ, „მავერიკის“ პრემიერა შედგა, პატჩესმა სანაძლეო წააგო. სტუდია Paramount-მა, რომელმაც ფილმი გადაიღო, მეტს ფეხსაცმლის ფორმის ტორტი გაუგზავნა. თუმცა, ჟურნალისტმა ჩათვალა, რომ ეს მარტივი გამოსავალი იყო და უფრო კრეატიულად მიუდგა საკითხს - საკვებად ვარგისი „ბათინკის“ შექმნა გადაწყვიტა, როგორც ჩარლი ჩაპლინის „ოქროს ციებ-ცხელებაშია“. არადა, თავიდან მეტი ნამდვილი ფეხსაცმლის ჭამას აპირებდა, თუმცა მერე უარი თქვა ამ იდეაზე.