პლასტმასის სწრაფად დაშლის გზას მიაგნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გერმანელმა სწავლულებმა, ლაიფციგის უნივერსიტეტიდან, ახალი ფერმენტი PHL7 აღმოაჩინეს, რომლის დახმარებითაც პლასტმასის დაშლა 90%-ით, სულ რაღაც, 16 საათშია შესაძლებელი. საინტერესოა, რომ ახალი ნივთიერება, პოლიეთილენის ტარას, ტერეფტალის მჟავასა და ეთილენგლიკოლად შლის. მათ კი, თავის მხრივ, სპეციალისტები ახალი პროდუქტის შესაქმნელად ხელმეორედ გამოიყენებენ. მკვლევარებმა სულ შვიდი სხვადასხვა ფერმენტი აღმოაჩინეს - ყოველი მათგანი, ექსპერიმენტების მეშვეობით, საგულდაგულოდ შეისწავლეს. სწავლულები იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენა ხელს შეუწყობს პლასტმასის გადამუშავების სფეროს გაუმჯობესებას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას.