ჭურჭელი ზარმაცებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შვედური დიზაინერული ფირმა Tpmorrow Machine-ის სპეციალისტებმა იმ მილიონობით ადამიანის ოცნება აასრულეს, რომელთაც ჭირივით ეზარებათ ჭურჭლის გარეცხვა. მათ შექმნეს თეფში და ჯამი, რომელიც თავისით ირეცხება. საიდუმლო კი სუპერჰიდროფობულ საფარშია, რომლითაც ჭურჭელია დაფარული და რომელიც ნებისმიერ ჭუჭყსა და სითხეს „უკან აგდებს“. ამ პროექტის ინიციატორია შვედეთის მრეწველობის ფედერაცია, მის ფარგლებში, დიზაინერულმა ფირმამ და სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა სამი პროდუქტი შექმნეს, რომლებიც ცელულოზას გამოყენების პოტენციურ შესაძლებლობებს წარმოაჩენს. თვითრეცხვადი ჭურჭელი მსუბუქი, მაგრამ მტკიცე მასალისგანაა დამზადებული, ის სპეციალური საფარითაა დაფარული, რომელიც ჭუჭყსა და წყალს არ იღებს და შესაბამისად, არც რეცხვა სჭირდება. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, შემუშავდა მასალაც, რომელიც შეიძლება 3D-პრინტერზე დაიბეჭდოს და სხვადასხვა ფორმა მიეცეს. ამავე ფირმის დიზაინერებმა ნანოცელულოზასგან სენსორული ეკრანიც შექმნეს.