კაკაო სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა სწავლულებმა კაკაოს სასარგებლო თვისებებს ერთი კიდევ დაუმატეს და განაცხადეს, რომ ეს გემრიელი სასმელი სასიკეთო გავლენას ახდენს სისხლის მიმოქცევაზე ქვედა კიდურებში, აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობას და წვივის კუნთების ფუნქციას. სპეციალისტებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს პაციენტებზე, რომელთა ასაკი 60 წელს აღემატებოდა და რომელთაც პერიფერიული არტერიების დაავადებები აწუხებდათ. ამ დაავადების დროს, ფეხებში დარღვეულია სისხლის ცირკულაცია. მოხალისეთა ერთ ჯგუფს, ნახევარი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად, სამ ფინჯან ცხელ კაკაოს ასმევდნენ, მეორე ნახევარს კი - პლაცებოს. ექვსი თვის შემდეგ ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ პირველ ჯგუფში მყოფ პაციენტებს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ მდგომარეობა, მეორე ჯგუფთან შედარებით.