ბრიტანელმა იუველირმა, ძაღლს ნახევარმილიონიანი საყელური აჩუქა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლონდონში მცხოვრებმა ბრიტანელმა იუველირმა, ნატალი კნაუფმა ძაღლის საყელური დაამზადა, რომლის ღირებულებაც 500 ათასი გირვანქა სტერლინგია. ძვირფასი საყელური ნატალიმ საკუთარი საყვარელი ოთხფეხა მეგობრისთვის - პომერანული შპიცისთვის გააკეთა. კნაუფის საყვარელი ძაღლი პოლი ახლა ამ საგანძურით დასეირნობს - საყელურს 91 ბრილიანტი ამშვენებს, თითოეულის წონა კი 15 კარატია. ნატალის თქმით, ძაღლები ადამიანებზე ნაკლებად არ იმსახურებენ, ლამაზად გამოიყურებოდნენ. იუველირი აღიარებს, რომ საყელური ძალიან ძვირი დაუჯდა, მაგრამ დარწმუნებულია, პოლი საუკეთესოს იმსახურებს და მზადაა, საყვარელი ძაღლი მომავალშიც გაანებივროს. ძვირფასი თვლებით გაწყობილ აქსესუარს ძაღლის პატრონი მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის იყენებს. საამისოდ შპიცს მცველიც დაუქირავა, რომელიც ძაღლისა და ბრილიანტის საყელურის უსაფრთხოებაზე ზრუნავს.