იაპონელებს ტირილისკენ მოუწოდებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამომავალი მზის ქვეყანაში, სულ უფრო მეტი კომპანია და სკოლა მოუწოდებს მოსწავლეებსა და საკუთარ თანამშრომლებს, იტირონ, რათა სტრესი მოიხსნან და ფსიქიკურად ჯანმრთელები იყვნენ. ექსპერტების მოსაზრებით, რომელსაც ეყრდნობიან დაწესებულებების ხელმძღვანელები, სიხარულისა თუ დარდის ცრემლები დაძაბულობას ხსნის და ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას აწყნარებს. ტირილი - ეს თავდაცვაა გამუდმებული სტრესისგან.

სკოლებში, ტირილის სპეციალური გაკვეთილები ტარდება. აქ ასწავლიან, როგორ მოიხსნან დაძაბულობა ცრემლების დახმარებით. ექსპერტების თქმით, ეს უფრო ეფექტური საშუალებაა, ვიდრე სიცილი ან ძილი. აღსანიშნავია, რომ იაპონიაში საკმაოდ ხშირია ადამიანების სიკვდილი სტრესისა და სამსახურში გადაღლილობის გამო, უმეტესწილად, ეს თვითმკვლელობებია. ყოველწლიურად, ქვეყანაში ასობით ასეთი შემთხვევა ფიქსირდება.