ყველაზე რთული ენა გამოავლინეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ოსლოს უნივერსიტეტის სპეციალისტების მოსაზრებით, მსოფლიოს მასშტაბით, შესწავლის მხრივ, ყველაზე რთულია პირახანის ხალხის დიალექტი. ეს ხალხი ბრაზილიაში, ამაზონის ჯუნგლებში ცხოვრობენ. ამ ენის განსაკუთრებულობა მის სტვენისმაგვარ ბგერებშია. უცხო ადამიანს ამ ხალხის ლაპარაკი სტვენასავით ესმის და ამის გამო, მისი შესწავლა ძალიან ძნელია.  ასევე, უნიკალურია ისიც, რომ ამ დიალექტში ზმნები მხოლოდ მომავალ და წარსულ დროებში გამოიყენება. გარდა ამისა, არ არის არსებითი სახელები მხოლობით ან მრავლობით რიცხვში. ერთი და იგივე ხმოვანზე ან თანხმოვანზე აქცენტის დასმა ისე შეიძლება, რომ სიტყვის მნიშვნელობა კარდინალურად იცვლება.