ყველაზე ახალგაზრდა მწერალი 5 წლისაა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბელა-ჯეი დარქი ნისლიან ალბიონზე ცხოვრობს. ის მხოლოდ 5 წლისაა და მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მწერალი გახდა მას შემდეგ, რაც მისი პირველი წიგნი - „დაკარგული კატა“ გამოიცა. გოგონამ მსობლბს ჯერ კიდევ შარშან განუცხადა, რომ წიგნის დაწერას აპირებდა, თუმცა ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ეს ხუმრობა არ იყო. პატარა ბრიტანელმა წიგნი საკუთარი ილუსტრაციებითაც გააფორმა. ბელას შემოქმედება, რასაკვირველია, ზღაპარია და ის კატა მოგიზე მოგვითხრობს, რომელიც თავგადასავლების საძებნელად წავა და გზა აებნევა. დაკარგული მოგის ისტორია პატარა მკითხველს ასწავლის, რომ დედის გარეშე გარეთ არ უნდა წავიდეს.

ბელას დედა, 27 წლის ჩელსი საიმი ამბობს, რომ შვილით ძალიან ამაყობს. „დაკარგული კატის“ ყიდვა „ამაზონზეა“ შესაძლებელი და მისი ფასი 4 გირვანქა სტერლინგია. მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ავტორის ტიტული შარშან, 7 წლის ინდოელმა გოგონამ მოიპოვა. იმისთვის, რომ ბელა ოფიციალურად რეკორდსმენი გახდეს, მისი წიგნის 1 000 ეგზემპლარი უნდა გაიყიდოს.