ყველაზე ძვირადღირებული ღორის ყველია?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცოტა ხნის წინ, პლანეტაზე, ყველაზე ძვირადღირებული ყველი სერბიაში, ვირის რძისგან დამზადებული „პულე“ გახლდათ, რომლის ერთი კილოგრამის ფასი 1 300 დოლარი იყო. შესაძლოა, ახლა ეს ტიტული სხვა ცხოველისგან მიღებულ პროდუქტს ერგოს - ჰოლანდიელმა ფერმერმა, ერიკ სტეგინკმა ყველის მცირე პარტია დაამზადა, რომელიც იშვიათობითა და მაღალი ფასით, „ვირის ყველს“ გაუწევს კონკურენციას. ნედლეულად ფერმერმა ღორის რძე გამოიყენა.

ამჟამად, მსოფლიოში პირველი „ღორის ყველი“ შესანახად-დასაძველებლადაა გაგზავნილი, რათა მისი გემო და კონსისტენცია უფრო გაკეთილშობილდეს. ჯერჯერობით, ფერმერი საიდუმლოდ ინახავს, რა გემო აქვს მის ყველს, თუმცა გეგმავს, რომ აუქციონზე გაიტანოს სასტარტო ფასით - 1 500 ევრო, 450 გრამი. ასე რომ, შესაძლოა, „ღორის ყველი“ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი აღმოჩნდეს.