მოღალატეს მატრასი გამოავლენს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ესპანურმა კომპანია Durmet-მა „ჭკვიანი“ მატრასი Smarttress დაამზადა, რომელიც მოღალატე პარტნიორს გამოავლენს. მას შეუძლია საწოლზე ფიზიკური აქტივობა დააფიქსიროს. მოწყობილობა სულ ადვილად გაარკვევს, ერთი ადამიანი იწვა მასზე თუ რამდენიმე, ასევე, როგორი იყო მოძრაობების ხასიათი. ეს ინფორმაცია თავს იყრის „სმარტფონზე“ ჩამოტვირთულ სპეციალურ სისტემაში. ასე რომ, ტელეფონზე ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მეუღლეს შეუძლია, მოღალატე მეორე ნახევარს ფაქტზეც კი წაასწროს ან „კომპრომატი“ წარუდგინოს. ვისაც ამ გზით სურს, პარტნიორი გააკონტროლოს, არ უნდა გაუმხილოს, რომ მათ საწოლზე „შპიონი“ მატრასი დევს.