მწეველებს სიბრმავე ემუქრება?!

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სპეციალისტების თქმით, ამჟამად, სიგარეტი მხედველობის დაკარგვის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ხდება, თუმცა ამის შესახებ ადამიანთა მხოლოდ 10-20%-მა თუ იცის. არადა, მოწევა ზრდის თვალის ასაკობრივი დეგენერაციის, კატარაქტის, გლაუკომას, დიაბეტური რეტინოპათიისა და „მშრალი თვალის“ სინდრომის რისკებს. სწავლულთა კვლევებმა აჩვენა, რომ მწეველებში თვალის ასაკობრივი დეგენერაციის ალბათობა სამი-ოთხჯერ იზრდება, პასიურ მწეველებში კი რისკი ორჯერ მატულობს. აღსანიშნავია, რომ ასაკობრივი დეგენერაცია ცენტრალური მხედველობის დაკარგვას იწვევს - მისი მშრალი ფორმისას, იშლება ბადურას ცენტრი, სველი დეგენერაციისას კი ბადურას ქვეშ სისხლძარღვების შევიწროება ხდება. სამწუხაროდ, მოწევასთან დაკავშირებული მხედველობის დარღვევა დიდი ხნის განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ექსპერტები აცხადებენ, რომ ადამიანებს, რომლებიც დღეში 10 ღერს ეწევიან, კატარაქტის რისკი სამჯერ ეზრდებათ. გარდა ამისა, დადგენილია მჭიდრო კავშირი გლაუკომასა და მოწევას შორის.