ფეხბურთელი კატის ცემისთვის დააჯარიმეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საფეხბურთო კლუბმა „ვესტ ჰემ იუნაიტედმა“ თამაშებიდან მოხსნა და 250 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა მცველი კურტ ზუმა. მიზეზი კი ის გახდა, რომ ფეხბურთელმა საკუთარ კატას წიხლი ამოარტყა. ცხოველთა დაცვის სამეფო საზოგადოებამ სპორტსმენს მისი ორი კატა ჩამოართვა - ასეთი იყო ზოოდამცველების რეაქცია ზუმას საშინაო ვიდეოზე, რომელშიც ფეხბურთელი ცხოველს გატეხილ ვაზაზე მიანიშნებს, მას წიხლს არტყამს და აგდებს. ცხოველთა დაცვის სამეფო საზოგადოების წარმომადგენლებმა, ინციდენტის გამოსაძიებლად პოლიციას მიმართეს. საფეხბურთო კლუბმა კი, სადაც ზუმა თამაშობს, დააჯარიმეს და განაცხადეს, რომ თანხას ცხოველთა დაცვის საქველმოქმედო ფონდებში გადარიცხავენ.

ზუმას წინააღმდეგ პეტიციას 150 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი, კატის ცემის გამო, მასთან კონტრაქტი გაწყვიტა სპორტული ტანსაცმლის ერთ-ერთმა მსხვილმა მწარმოებელმა. „ვესტ ჰემის“ ერთ-ერთმა სპონსორმაც უარი თქვა კლუბის დაფინანსებაზე, ვიდრე არ გაირკვევა, რას გადაწყვეტენ  მცველთან დაკავშირებით. კლუბში აცხადებენ, რომ კურტი ძალიან ნანობს მომხდარზე, მაგრამ მის საკითხს მთელი სერიოზულობით განიხილავენ. რაც შეეხება ზუმას კატებს, ისინი ვეტერინარმა გასინჯა და მათ ჯამრთელობას არაფერი ემუქრება. აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში, ცხოველთან სასტიკი მოპყრობა, გარდა დიდი ჯარიმებისა, ხუთ წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს.