ხელოვნების სიყვარული სოცოცხლეს ახანგრძლივებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულებმა ნისლიანი ალბიონიდან, დაადგინეს, როგორ გაზარდონ სიცოცხლის ხანგრძლივობა და გააუმჯობესონ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხანდაზმულ ასაკში. აღმოჩნდა, რომ საიდუმლო ხელოვნებისადმი სიყვარულშია. მათი კვლევების მიხედვით, ადამიანებში, რომლებიც წელიწადში ერთი-ორჯერ მაინც დადიოდნენ მუზეუმებში, კონცერტებსა და თეატრებში, 14%-ით ნაკლები იყო სიკვდილიანობა, უფრო ხშირი ვიზიტები კი სიკვდილის რისკს 31%-ით ამცირებდა.

სწავლულებმა 14-წლიანი კვლევა, 50 წელზე მეტი ასაკის 6 700 ადამიანზე ჩაატარეს და ასეთი შედეგები მიიღეს. ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანები უკეთ უმკლავდებოდნენ ემოციის რეგულაციასა და მეტი შემოქმედებითი პოტენციალი ჰქონდათ. ეს ყველაფერი, ცხოვრებისეულ ცვალებად გარემოებებთან ეფექტური ადაპტაციის საუკეთესო საშუალებაა.