მოსწავლემ აპლიკაცია „ანტიბულინგი“ შექმნა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

13 წლის ინდოელმა მოსწავლემ, ანუშკა ჯოლიმ ციფრული პლატფორმა და მობილური აპლიკაცია შექმნა სკოლებში ბულინგთან საბრძოლველად და დაახლოებით, 67 ათასი დოლარის დაფინანსება მოიპოვა. გოგონას თქმით, ის 9 წლის იყო, როცა მისი თანაკლასელები უფრო პატარა გოგონას დასცინოდნენ და შეურაცხჰყოფდნენ.

მივხვდი, რამდენად გავრცელებულია ეს პრობლემა, რომელიც ბავშვების დიდ რაოდენობას აწუხებს, - აცხადებს ჯოლი. გოგონამ ორიოდე წლის წინ გადაწყვიტა, სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის პლატფორმა Anti Bullyng Squad შეექმნა, სადაც ბულინგის შემთხვევებზე ინფორმაციას ანონიმურად აწვდიან. ახლა კი გოგონას ძალისხმევით, მობილური აპლიკაციაც („კავაჩი“) მზადაა, ინციდენტების შესახებ ანონიმურად შესატყობინებლად. ინდოეთში, ანუშკა პროგრამა Shark Tank India-ს ყველაზე პატარა მონაწილე გახდა და საკუთარი სტარტაპისთვის 5 მილიონი რუპიაც (დაახლოებით, 67 ათასი დოლარი) იშოვა. ჯოლის პლატფორმა ქვეყანაში უკვე 2 ათასზე მეტ მოსწავლეს დაეხმარა ბულინგის შემთხვევების გამოვლენაში.